ელჩი კელი დეგნანი

დეგნანი: საქართველოში მედია პოლიტიზებულია, დამოუკიდებელი მედიისთვის სივრცე ვიწროვდება

US Embassy Tbilisi, Georgia / Facebook

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი პანკისში მედია წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე მან საქართველოში მედიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში დამოუკიდებელი მედიისთვის სივრცე ეტაპობრივად ვიწროვდება.

"მედიის თავისუფლება, ძლიერი, დამოუკიდებელი მედია ჯანსაღი დემოკრატიის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწილია. დროთა განმავლობაში საქართველოში დამოუკიდებელი მედიისთვის სივრცე ვიწროვდება და ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არ არის". - თქვა დეგნანმა. 

გარდა ამისა, დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს საელჩო წლების განმავლობაში ცდილობდა რეგიონული მედია-საშუალებებისთვის ტრენინგებისა და სხვა სახის დახმარების სახით განსაკუთრებით მხარდაჭერა გამოეხატა. 

აშშ-ს ელჩმა ასვე ისაუბრა საქართველოში მედიის პოლიტიზებაზე. მისივე თქმით, მედია არის ხალხის ხმა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მთავრობამ თავი ანგარიშვალდებულად იგრძნოს.

"მე ვნახე, რომ საქართველოში მედია ძალიან პოლიტიზებულია, ეს ასეა ჩემს ქვეყანაშიც. ეს ნამდვილად ზიანს აყენებს მთელ საზოგადოებას, მაგრამ არც ისე იშვიათი მოვლენაა" . - აღნიშნა კელი დეგნანმა. 

კომენტარები