ელჩი კელი დეგნანი

ნაჩქარევია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას – დეგნანი ეროვნული ბანკის კანონზე

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. აშშ ამაყობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მან შეძლო და მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, კობა გვენეტაძეს. ის არის პროფესიონალი, ამ პერიოდის განმავლობაში მოქმედებდა დამოუკიდებლად და იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სტაბილურობის ინტერესით. დღეს წარმოდგენილი სტატისტიკა და ციფრები გვიჩვენებს, თუ რაოდენ პროფესიონალი ბრძანდება ბატონი კობა, როგორ დამოუკიდებლად და ეფექტურად მართავდა ის 7 წლის განმავლობაში ბანკს, რის შედეგადაც საქართველოში მიღწეულ იქნა ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და ისეთი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რასაც ექნება ხანგრძლივი მოქმედება. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ეს ყველაფერი შესაბამისობაში იყო საერთაშორისო სტანდარტებთან. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა იყოს ამაყი, რომ მას ჰყავდა ასეთი პროფესიონალი და გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც ბანკს დამოუკიდებლად მართავდა, მიუხედავად შექმნილი პოლიტიკური პროცესებისა.

ეროვნული ბანკის სანდოობისთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი დამოუკიდებლობაა და ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო, მაშინ როდესაც ეროვნულ ბანკში არის ასეთი გუნდი, რომელმაც ასე კარგად მართა ამ პერიოდის განმავლობაში. ამაზე კი არსებული სტატისტიკა მიანიშნებს. რატომ უნდა შეიცვალოს ეს გუნდი, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, რამაც მოიტანა ასეთი სტაბილური ეკონომიკის ზრდა. განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო კოვიდი, შემდგომ იყო რუსული ფულის შემოდინება, რუსეთში უკრაინის ომის დაწყების შემდგომ და ამ ყველაფერს, ამ გამოწვევებს ძალიან კარგად გაართვა თავი ბანკმა. შესაბამისად, დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი სტაბილურობისთვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონი, ასე რომ ვთქვათ, ნაჩქარევად იქნა შემუშავებული და ასევე იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბანკის დამოუკიდებლობა ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. 

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. 

კომენტარები