ელჩი კელი დეგნანი

დეგნანი: საქართველოს წლების განმავლობაში უზარმაზარი პროგრესი აქვს, გასაკეთებელი კიდევ ბევრია

გამარჯობა! მიხარია, რომ როგორც იქნა, აქ ვარ. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმსახურო საქართველოში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. ველი, რომ გაგრძელდება ძლიერი პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის, რომელიც თითქმის 30 წელს ითვლის და ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ააშენოს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები, ეკონომიკა ჰქონდეს დივერსიფიცირებული და გაუმჯობესდეს განათლების და ჯანდაცვის სისტემები. და, ცხადია, იმისთვის, რათა დავეხმაროთ საქართველოს გაიძლიეროს უნარი, რომ დაიცვას მისი საზღვრები და მოქალაქეები. საქართველოს ამ წლების განმავლობაში უზარმაზარი პროგრესი ჰქონდა და გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ველი, რომ ჩემს გუნდთან ერთად საქართველოში, ვაშინგტონის დახმარებით, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიაღწიოს მის ხედვას - იყოს სტაბილური, ეკონომიკურად წარმატებული და დაცული. 

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, უკვე ქვეყანაში ჩამოვიდა

კომენტარები