ელჩი კელი დეგნანი

დეგნანი: აშშ-ს ვიზას იღებენ ისინი, ვინც შესაბამის სავიზო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ

ვიზასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ პირველ რიგში აუცილებელია განაცხადის შეტანა. თუ გსურს ვიზის მიღება, უნდა შეავსო აპლიკაცია. ამის შემდეგ არის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ძალიან ნათლად და მკაფიოდ არის გაწერილი და ათასობით ქართველი ყოველწლიურად სტუმრობს ამერიკის შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა წინასწარ დაგეგმვა, რადგან მსურველი ბევრია.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამერიკას ყოველწლიურად ათასობით ქართველი სტუმრობს. მომდევნო კვირას, მაგალითად, 30 ქართველი შემსრულებელი გაემგზავრება ამერიკაში და კონგრესის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ექნებათ გამოსვლა. ასევე, ამერიკაში იმყოფებიან ბალეტის მოცეკვავეები. უამრავი ადამიანი - ვიზიტორები თუ ბიზნესმენები სტუმრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ისინი, ვინც აკმაყოფილებენ შესაბამის სავიზო მოთხოვნებს. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, მათზე არ ვსაუბრობთ, რადგან საქმე პირადი ინფორმაციის დაცვას ეხება.

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. 

კომენტარები