ინდოეთი

ინდოეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდა

ინდოეთის დასავლეთ შტატ მაჰარაშტრაში 1 ივლისს ავტობუსი დაჯახების შედეგად აფეთქდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას მაჰარაშტრას მინისტრის მოადგილე, დევენდრა ფადნავისი Twitter-ზე ავრცელებს.

“დაღუპულთა უმეტესობა დამწვრობის გამო გარდაიცვალა” - წერს მინისტრის მოადგილე.

შტატის მთავარმა მინისტრმა, ეკნათ შინდემ და პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაწერეს, რომ ისინი დაღუპულთა ოჯახებს 8 500$-ით დაეხმარებიან.

კომენტარები