კენიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 48 ადამიანი ემსხვერპლა

E-PLUS AMBULANCES KENYA via Twitter

კენიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა

შემთხვევა 30 ივნისს მოხდა. ლონდიანში სატვირთომ გზიდან გადაუხვია და რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა. 

ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს დაზიანებული ავტომობილები, მოტოციკლები, მიკროავტობუსები და სატვირთო მანქანებიც. 

კენიის წითელი ჯვრის ინფორმაციით, სატვირთო ჯამში 6-ზე მეტ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევას ემსხვერპლნენ ქვეითებიც. 20-ზე მეტი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. 

სამაშველო სამსახურების ცნობით, დაზარალებულთა ნაწილის ნამსხვრევებიდან გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

კომენტარები