ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი წერს, რომ კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას ქართული ოცნების წევრები "მიუქსიეს".
ხაბეიშვილის ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ, იყვნენ კასპის, გორის, ხაშურისა და ქარელის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები.
"კასპში, ადგილობრივი რუსული ოცნების წევრები მომიქსიეს... მოსახლეობას გავაცანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა - დაიწიოს საპენსიო ასაკმა და ყველასთვის გახდეს 60 წელი 400 ლარი მინიმალური პენსია.
ამ დროს ტიტუშკები მოაგზავნეს და აი, ასე გამოიყურებიან. როგორ მრცხვენია ამათ გამო. კასპის რესურსი არ ეყოთ და მოიყვანეს გორის, ხაშურის, ქარელის და კასპის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები..." - დაწერა ხაბეიშვილმა.
მანამდე, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ადგილზე მისულმა პირებმა ხაბეიშვილის მანქანას სამგლოვიარო გვირგვინი დაადეს.





