მთავარი პრობლემა, რაც ხალხს აწუხებს და რაზეც ირაკლი ღარიბაშვილს არ უსაუბრია - საუბარია, იგივე საპენსიო ასაკის დაწევაზე, რომელი ინიციატივითაც ნაციონალური მოძრაობა გამოვდივართ და შემდეგს ვამბობთ, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის 60 წელი გახდეს. საპენსიო ასაკი 60 წელი რომ გახდება, მინიმალური პენსია 400 ლარიდან უნდა დაიწყოს და არა ის, რომ თურმე, 70 წლის შემდეგ გაგეზრდებათ პენსიაო. კონკრეტული სტატისტიკა არსებობს, რომ საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შემცირებულია და არის 72 წელი. ევროპაში - საფრანგეთში, საბერძნეთსა და ლიტვაში საშუალოდ 10 წლით უფრო მეტს ცხოვრობენ. ეს რატომ ხდება? იმიტომ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირეა, სოციალური პრობლემებია და ჩვენს ღირსეულ ადამიანებს მინიმალური შესაძლებლობა არ აქვთ.
tbl.ge/6fdx
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




