სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. ის, რომ დღეს 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, არის სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურება. მე ჩამოგითვლით როგორ მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთკენ. მაგალითად, როგორ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, ეს გააკეთა სააკაშვილმა, სხვას არავის გაუკეთებია. მეორე, მათ დაარქვეს ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ესეც გააკეთა სააკაშვილმა. სააკაშვილმა ჩაატარა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში, მუდმივი საუბარი მილიტარიზაციაზე, ესეც გააკეთა სააკაშვილმა და დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, იმ წლის დასაწყისში კონკრეტულ ამომრჩეველს ჰპირდებოდა სააკაშვილი იმას, რომ ერთ წელიწადში ისინი შეხვდებოდნენ საკუთარ სახლებში, ეს ავანტიურისტული ქმედებები საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა იმ შედეგის დადგომას, რომელიც დადგა.
საქართველოს პარლამენტი
კობახიძე: თბილისიდან 40 კმ-ში რუსული ჯარი სააკაშვილის ავანტიურისტული ნაბიჯების დამსახურებაა
tbl.ge/6fdu
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




