ქართული ოცნების დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. ის ოპოზიციას პრიგოჟნის პარტიის ფილიალად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ქვეყანას და ღარიბაშვილს კონსტრუქციულ და არამოღალატე ოპოზიციას უსურვებს.
"გისურვებთ, კონსტრუქციულ, არამოღალატე ოპოზიციის ტოლას ქვეყნისთვის და პირობა - პრიგოჟინის პარტიის ქართული ფილიალი, რომლის ლოგოზე უნდა იყოს კასტილი, არასდროს არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამის პირობა უნდა წავიღო"- ამბობს ზავრადაშვილი.
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა იმართება, სადაც პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.





