ძალადობა

დეგნანი: თავდასხმებს უნდა მოჰყვეს შედეგი, რათა ხალხმა ნახოს, ძალადობა შეწყნარებული არ იქნება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ძალადობრივი თავდასხმების ფაქტებს სამართლებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ძალადობას აღიარებს სოციალურ ქსელში, უნდა იყოს გამჭვირვალე გამოძიება და სამართლებრივი დევნა. საჭიროა, ამას მოჰყვეს შედეგები, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ასეთი ძალადობა არ იქნება შეწყნარებული. ძალიან სასარგებლო იქნება, რომ ქართველმა ლიდერებმა ეს ცხადად თქვან". – თქვა დეგნანმა.

ელჩმა ასევე უპასუხა შეკითხვას ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირკალი კობახიძის სიტყვების შესახებაც, რომელმაც 28 ივნისს თქვა, რომ აქტივისტები "რუსთაველზე დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, ელჩის მხრიდან კი ეს შეფასდა გამოხატვის თავისუფლებად".

"რა თქმა უნდა, ძალადობა, მიუღებელია. თუ ქართული ოცნების თავმჯდომარე მეტ კონკრეტიკას არ შემოიტანს, სულ მცირე, ვისზეა ლაპარაკი, ეს უფრო ჭორია და კონსპირაციის თეორია, რომელიც აბნევს საზოგადოებას. ჩანს, რომ ძალადობა ტენდენციური ხდება და ეს ძალიან საშიში და შემაშფოთებელია მათთვის, ვისაც წარსულში ამის გამოცდილება ჰქონია. ძალიან სასარგებლო იქნება, რომ ქართველმა ლიდერებმა ყველა პოლიტიკურმა პარტიიდან მკაფიოდ თქვან, რომ ძალადობა მიუღებელია და დაგმონ ეს თავდასხმები". – თქვა დეგნანმა.

27 ივნისს ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. იმავე დღეს სცემეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელიც.

კომენტარები