ძალადობა

პაპუაშვილი თავდასხმებზე: ძალადობა იწვევს ძალადობას 

შემთხვევითი არ არის [ძალადობის შემთხვევები], ვინაიდან ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით ძალადობის კულტივირებას ქართულ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ხდება ძალადობის კულტივირება, მისი წაქეზება. მათ შორის, გვახსოვს რამდენიმე თვის წინ პარლამენტის გარშემო ადამიანმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს და ცოცხლად წვავდა და დღემდე ემპათიით საუბრობენ ამ მოვლენასთან დაკავშირებით და ამით, რა თქმა უნდა, ახალისებენ ძალადობას. მე სხვა დროსაც არაერთხელ მითქვამს, რომ ძალადობა იწვევს ძალადობას და საქმეც ეს არის, რომ ყოველგვარი ძალადობა, მის წახალისება, კულტივირება, იმის საუბარი, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. – ზუსტად ამით იწყება, ვერბალური ძალადობით იწყება, გროვდება აგრესია, შემდეგ გადადის ფიზიკურ ძალადობაში და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ უკვე დიდი ხანია.

მოვუწოდებთ ყველას, ძალადობის წახალისება დამთავრდეს, არა მხოლოდ წახალისება, დაფინანსება ხდება ძალადობის იდეის და ჩვენ ვნახეთ გირჩი – მეტი თავისუფლების სემინარებზე ძალადობრივ რევოლუციებზე საუბარი, იარაღის აწყობა-დაშლა როგორ ხდება და ეს ფინანსდება ევროპული და ამერიკული ფონდების მიერ.

ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციისა და მედიების წარმომადგენლებზე თავდასხმების შესახებ კითხვას. 27 ივნისს ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. იმავე დღეს სცემეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელიც.

კომენტარები