ჯო ბაიდენი

ბაიდენი: პუტინი ომს აგებს... ერაყში

Carolyn Kaster/AP Photo

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ, რომელიც რუსეთში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხებოდა, აღნიშნა, რომ პუტინი ომს აგებს ერაყში.

"ძნელი სათქმელია, მაგრამ ის აშკარად აგებს ომს ერაყში. ის აგებს ომს სახლში და ის გახდა ცოტა გარიყული მთელ მსოფლიოში. და ეს არ არის მხოლოდ NATO. ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირი. ესაა იაპონია. ეს არის, მოგეხსენებათ, 40 სახელმწიფო". - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, გამოცემა POLITICO წერს, რომ "პუტინი, რა თქმა უნდა, რეალურად ახორციელებს სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და არა ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში, სადაც აშშ და მისი მოკავშირეები 2003 წელს შეიჭრნენ". 

აღსანიშნავია, რომ აქამდე ბაიდენს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თანამდებობა აერია და მას, როგორც პრეზიდენტს მიმართა.

კომენტარები