ვაგნერის ჯგუფი

WSJ: კრემლმა აფრიკის ქვეყნებსა და სირიას გამოუცხადა, რომ ვაგნერზე კონტროლი დაამყარა

რუსი სამართალდამცავები სანქტ-პეტერბურგში "ვაგნერის" ოფისის წინ
ANTON VAGANOV/REUTERS  

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინის დაქირავებულმა არმიამ მოსკოვისკენ წინსვლა შეაჩერა, კრემლმა სამხედრო გლობალურ იმპერიაზე კონტროლის დამყარება დაიწყო

გამოცემის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დამასკოში ჩაფრინდა, რათა სირიის პრეზიდენტისთვის, ბაშარ ალ-ასადისთვის პირადად გადაეცა, რომ ვაგნერის ჯგუფი იქ დამოუკიდებლად აღარ იმოქმედებს. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დაურეკეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომლის პირადი მცველები ვაგნერის მოქირავნეები არიან. მას მისცეს გარანტია, რომ გასული კვირის აჯანყების მცდელობა რუსეთის ექსპანსიას აფრიკაში არ შეაფერხებდა. ასევე, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამთავრობო თვითმფრინავები სირიიდან მალიში - ვაგნერის კიდევ ერთ საკვანძო საგარეო ფორპოსტში, გადაიყვანეს.

დიპლომატიური აქტივობის დაჩქარება უკავშირდება ვლადიმირ პუტინის მცდელობას, შეამციროს ქაოსი რუსეთში და ამასთან, დაარწმუნოს რუსეთის პარტნიორები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, რომ ვაგნერის ოპერაციები შეფერხების გარეშე გაგრძელდება. იმ განსხვავებით, რომ ამიერიდან, მოსკოვის ოპერაციებს მოსკოვისთვის სასურველი ხელმძღვანელობა გაუძღვება.

როგორც ჩანს, რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში უარყოფდა ვაგნერთან კავშირს, ცდილობს, მოიპოვოს კონტროლი იმ ქსელზე, რომელსაც პრიგოჟინი და მისი სამხედრო მეთაურები მართავდნენ. 

"ვაგნერის შენახვაზე სახელმწიფო ზრუნავდა" – პუტინი აღიარებს, რომ ვაგნერს აფინანსებდნენ

ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროპული სახელმწიფოების მთავრობები მოუწოდებენ აფრიკის ლიდერებს, შეწყვიტონ ვაგნერთან მუშაობა და ამკაცრებენ სანქციებს ჯგუფზე. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სახელით უკრაინის ომში დაჯგუფების ქმედებების გამო ვაგნერი ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად დაასახელა.

გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აფრიკაში დაფუძნებულ ოქროს მწარმოებელ კომპანიას სანქციები დაუწესა, რადგან, უწყების ინფორმაციით, უკრაინაში ვაგნერის მოქმედებებს სწორედ ეს უკანასკნელი აფინანსებდა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, დამატებითი შეზღუდვების მიღება უახლოეს მომავალში იგეგმება. 

სისხლი და ოქრო – ვაგნერის ჯგუფისა და ევგენი პრიგოჟინის აქტიურობა სუდანში

კომენტარები