ნებისმიერი ხელისუფლების სუბიექტური ინტერესია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო. ნებისმიერ არჩეულ ხელისუფლებას აინტერესებს, რომ 4 წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ეს არის ჩვენი სუბიექტური ინტერესი. ვისი ინტერესია, რომ ეს სიმშვიდე არ დაუშვას? ეს არის, ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არჩევნების დღიდან მოყოლებული აღვივებს რადიკალიზმს. ჩვენი ინტერესი სუბიექტურადაც არის ის, რომ მშვიდად ვმართოთ ეს ქვეყანა. გამოდიან ვიღაც მართლა ნაგავი ხალხი და გეძახიან ხან რუსს, ხან პუტინისტს, ხან კორუმპირებულს. თვითონ კორუმპირებულები და ის ადამიანები, ვინც 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას. ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე?!
საქართველოს პარლამენტი
კობახიძე ოპოზიციაზე: ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე?
tbl.ge/6f9g
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




