საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: კონკრეტულმა ელჩმა წაახალისა ძალადობა – ნუ დაარქმევენ ამას სამოქალაქო აქტივიზმს

ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. მთელი ამ თვეების და წლების განმავლობაში ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებ, გამოსვლებს და სიუჟეტებს. მე შეგახსენებთ, იყო შემთხვევა, როდესც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა დეპუტატი, მას თავზე დაამხეს ნაგვის ურნა და ამაზე წამახალისებელი სიუჟეტები კეთდებოდა. ელჩების დუმილიც იყო ამ ძალადობის წახალისება. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც ცეცლხს უკიდებდა პოლიციელებს, გმირად გამოაცხადეს. ეს არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები გამოდიოდნენ და დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეუარცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, ეს შეფასდა კონკრეტული ელჩის მხრიდან, როგორც გამოხატვის თავისუფლება. ამ ყველაფერს არქმევდნენ სამოქალაქო აქტივიზმს. 

მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავინ უნდა წაახალისოს ამ ქვეყანაში არც ფიზიკური და არც ვერბალური ძალადობა. მათ შორის, პირველ რიგში, აქეთკენ მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, ენჯეოებს და მათ პატრონებს, არავინ წაახალისოს ძალადობა. ნუ დაარქმევენ ფიზიკურ თუ ვერბალურ ძალადობას აქტივიზმს, იმიტომ, რომ სხვებიც იჯერებენ მერე. 

[...] მიშა მშვილდაძე თვითონ მსხვერპლია. მას შთააგონეს, რომ დედის გინება არის სამოქალაქო აქტივიზმი და დედას იგინებოდა სადაც ჰქონდა ამის საშუალება. მერე გამოვიდა ვიღაც სხვა,  რომელმაც ასევე წარმოიდგინა ეს ყველაფერი. მაგალითად, ერთ ერთი ელჩის ბოლოდროინდელი მოწოდება გინებასთან დაკავშირებით, ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, აღიქვა ასე, რომ თუ იძალადებდა მიშა მშვილდაძეზე, ეს იქნებოდა სამოქალაქო აქტივიზმი. და ეს დანერგა ვინ? კონკრეტული ელჩი იყო, ვინც ამაზე საუბრობდა.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ტელევიზიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მას უცნობმა პირმა სახეში მუშტი ჩაარტყა, წაქცევის შემდეგ კი მისთვის კვლავ დარტყმას ცდილობდა. 

კომენტარები