თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის აქციების საქმეზე პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე და წევრი, ნიკა მოსიაშვილი 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა.
ჯაფარიძე და მოსიაშვილი 7 მარტს დააკავეს. მათი თქმით, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო, გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ პოლიციის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადაჭარბების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



