აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულმა მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს

ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი წელიწად-ნახევრის შემდეგ გაათავისუფლეს. 

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 16 მაისს დააკავეს.

20 იანვარს მათ საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგა და მხარეები 18-თვიან პატიმრობაზე შეთანხმდნენ, ამ შეთანხმების მიხედვით, ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო 1 წელი ჩაეთვალათ პირობითად.

ცნობისთვის, 18 აპრილს ოკრიბელაშვილისა და მეფარიშვილის ადვოკატმა, ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს პატიმრების შეწყალების თხოვნით მიმართა, თუმცა ყაველაშვილმა ისინი არ შეიწყალა.

კომენტარები