სამხრეთ კორეა

სეულმა ჩრდ. კორეის იარაღის პროგრამაში მონაწილეობისთვის რუსეთის მოქალაქეები დაასანქცირა

კორეის სახალხო არმიის მიერ Hwasong-18-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ კორეაში
Reuters

ჩრდილოეთ კორეის იარაღის პროგრამებში სავარაუდო მონაწილეობის გამო სამხრეთ კორეამ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა ორ ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს. 

"სანქციები შეეხო ჩოი ჩონ გონს, სამხრეთ კორეის ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, ასევე ორ კომპანიას, რომელიც ჩოის მფლობელობაშია და ჩრდილოეთ კორეელს, რომელიც მხარს უჭერდა ჩოის". - აღნიშნულია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

როგორც Reuters-ი წერს, ჩოის ბრალად ედება რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის არალეგალურ ფინანსურ საქმიანობაში დახმარება და გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების დარღვევა.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა მთავრობამ ცალმხრივი სანქციები კორეული წარმოშობის ინდივიდზე დააწესა". - ნათქვამია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები