რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავსტრალია უკრაინის დასახმარებლად დამატებით $73.5 მილიონიან პაკეტს გამოყოფს

ავსტრალიის პრემიერმინისტრი, ენტონი ალბანესი
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS/File Photo

ავსტრალია უკრაინას 110 მილიონი ავსტრალიური დოლარის (73.5 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების დახმარების პაკეტს გამოუყოფს.

ახალი პაკეტი მოიცავს 70 სამხედრო მანქანას, მათ შორის 28 M113 ჯავშანმანქანას, 14 სპეციალური ოპერაციების მანქანას, 28 სატვირთოსა და 14 ტრაილერს.

ამ დახმარებით 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად ავსტრალიის მიერ გამოყოფილმა საერთო თანხამ 790 მილიონი ავსტრალიური დოლარი შეადგინა.

"ეს დამატებითი მხარდაჭერა რეალურ ცვლილებებს მოახდენს და დაეხმარება უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებული და ამორალური ომის წინაშე დიდი გამბედაობის გამოვლენას განაგრძობს". - თქვა ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, ენტონი ალბანესმა.

ავსტრალია ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან უკრაინის დახმარებაში დასავლეთის ძალისხმევის მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. ომის დაწყებიდან ქვეყანა უკრაინას თავდაცვითი აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით ამარაგებს.

კომენტარები