ნიკა გვარამიას შეწყალება

წულუკიანი გვარამიას შეწყალებაზე: მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა

მე არ მგონია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. პირიქით, ეს ალბათ პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, შემიძლია, გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებას დავახასიათებდი, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფასა და სამართლებრივი სახელმწიფოს იმ მთავარი ფუნდამენტის ხელყოფას, რასაც ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა ჰქვია.

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.

კომენტარები