ნიკა გვარამიას შეწყალება

კუბილიუსი გვარამიას შეწყალებაზე: რატომ დასჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღებას ამდენი ხანი?

ეს კარგი გადაწყვეტილებაა და მე მინდა მივულოცო როგორც ნიკა გვარამიას, ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და მთელ ქართულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ამას ექნება დადებითი გამოხმაურება დასავლეთში და ბევრი განცხადება უკვე გაკეთდა კიდეც. თუმცა, მე მაქვს ერთი შეკითხვა: რატომ დასჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღებას ამდენი ხანი? მე იმედი მაქვს, რომ ეს იყო გულწრფელი გადაწყვეტილება იმის გააზრებით, რომ ბატონ გვარამიას ციხეში ჩასმა შეცდომა იყო. მე არ მინდა, რომ ამას ჰქონდეს ვაჭრობის სახე და ვინმეს ეგონოს, რომ გვარამიას გათავისუფლების სანაცვლოდ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს საქართველომ. 

რაც შეეხება ოლიგარქების გავლენას, ოლიგარქების გავლენა მუდმივი ფენომენი არ არის. საბოლოო ჯამში, მოქალაქეები თავიდან იცილებენ ასეთ ოლიგარქებს და იგივე მოხდება საქართველოშიც. ბიძინა ივანიშვილს ეს უნდა ესმოდეს. თუ ის შეეცდება, რომ ბოლომდე ჩაეჭიდოს თავის ძალაუფლებას, მაშინ მისი დასასრული იქნება უფრო მტკივნეული მისთვისვე. 

ამბობს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მთავარ არხთან საუბარში. 

22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.

კომენტარები