გიგა ბოკერია

ბოკერია: ვინც გუშინ იმას ნერვიულობდა, რუსეთს რამე არ დაემართოსო, ის პირდაპირ მოღალატეა

ვისაც არ უხარია, როცა ჩვენი მტრის შიგნით არის დაპირისპირება, მათ შორის სამხედრო დაპირისპირება, როცა ჩვენი მტერი სუსტდება, ის ან ბრიყვია ან მოღალატე. და ვინც გუშინ იმას ნერვიულობდა, ვაიმე, რუსეთს რამე არ დაემართოსო, ის პირდაპირ მოღალატეა. კობახიძე, ღარიბაშვილი და ეს არარაობების ბრბო ივანიშვილის გარშემო არიან პირდაპირ მოღალეტეები. არა ბრიყვები ამ შემთხვევაში, არამედ პირდაპირ მოღალატეები. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას და საზღვრის ჩაკეტვას, ევროპულ საქართველოს არცერთი ეგ მოთხოვნა არ გვქონია. ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმისგან არანაირი ეგ მოლოდინი არ გვაქვს, ჩვენ ვთვლით, რომ ერთ რამეზე უნდა ვფოკუსირდეთ, რომ ეს რეჟიმი დემოკრატიულად შეიცვალოს, თორე რა უშიშროების საბჭო უნდა მოიწვიონ - კობახიძე, ღარიბაშვილი და წულუკიანი შეიკრიბებიან და ითათბირებენ ამაზე?

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. 

კომენტარები