პრიგოჟინის ამბოხება

კობახიძე რუსეთის სამხედრო არეულობაზე: გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია

"გუშინ ზოგადად ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია - ამჩატებული ნაცები, ევრონაცები, ხაზარაძე, გახარია, გირჩელები, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე.

გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე, ყველაფერთან ერთად. აქ საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, საუბარი იყო მეორე ფრონტზე, ეს არის რეალურად ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის, კოლექტიური ოპოზიციის სახე. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ხომ გაირკვა გუშინ, უკვე გვიან, რომ ეს ყველაფერი იყო სისულელე, სისულელე და მეტი არაფერი.

მაგრამ ამ სისულელეს გუშინ ამბობდა ადამიანი, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ჭკუა იმაზე მაინც უნდა გეყოს რომ გაჩუმდე, როცა ანალიზის უნარი არ გაქვს. ეს ჭუა ვერ გამოავლინა ვერც პრეზიდენტმა, ვერც ოპოზციის ლიდერებმა - ამ სისულელეს ითხოვდნენ გუშინ მთელი დღის განმავბლობაში , საზღვრების ჩაკეტვას, რა საზღვრების ჩაკეტვა? ჩასაკეტი იყო საზღვრები? ეს ხომ სისულელე იყო?"

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. გუშინ, 24 ივნისს, რუსეთში სამხედრო არეულობის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერმინისტრს საჯაროდ მოუწოდა, რომ უსაფრთხოების საბჭო მოეწვია.

კომენტარები