პრიგოჟინის ამბოხება

გირკინი არეულობაზე: ვფიქრობ, ჯერ კიდევ არაფერი დასრულებულა

ექვსი ჩამოგდებული ვერტმფრენი (მათ შორის ორი უძვირესი რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი, საერთოდ შეუიარაღებელი) და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი (ეკიპაჟით) - ამისთვის "ამნისტია", ხო... იმედი მაქვს, ამ მაგალითზე მაინც სამუდამოდ დაიმახსოვრებს ჩვენი არმია (კონკრეტულად საჰაერო-კოსმოსური ძალები) "სამართლიანობის მარშის შემოქმედს". მაგრამ, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არაფერი დასრულებულა.

წერს რუსი ულტრანაციონალისტი და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი, იგორ გირკინი (სტრელკოვი). ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ ის საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებისკენ გაიყვანს. მედიებში ვრცელდება ცნობა, რომ პრიგოჟინს ყველა ბრალი მოეხსნა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

კომენტარები