პრიგოჟინის ამბოხება

პრიგოჟინი: არ ვაპირებთ პრეზიდენტის მოთხოვნის გამო ჩაბარებას, აღარ გვინდა ტყუილში ცხოვრება

სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ძალიან შეცდა. ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ. ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ. კსკ ვაგნერის ყველა წევრი. ამიტომ არავინ აპირებს პრეზიდენტის, ФСБ-ს ან კიდევ ვიღაცის მოთხოვნაზე ჩაბარდეს, რადგან არ გვსურს რომ ქვეყანა კვლავ ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრობდეს.

როდესაც აფრიკაში ვიბრძოდით, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ აფრიკა გვჭირდებოდა, შემდეგ ის მიაგდეს, რადგან მოიპარეს მთელი ფული, რომელიც დასახმარებლად უნდა წასულიყო. როცა გვეუბნებოდნენ, რომ საჭირო იყო უკრაინასთან ომი, მივდიოდით და ვიბრძოდით. მაგრამ გაირკვა, რომ მთელი საბრძოლო მასალა, შეიარაღება, მთელი ფული, რაც მათთვის არის მინდობილი, ასევე იძარცვება. ჩინოვნიკები კი სხედან, იზოგავენ საკუთარი თავისთვის, სწორედ იმ შემთხვევისთვის, რაც დღეს მოხდა, როცა ვიღაც მოსკოვისკენ მიდის.

ახლა ისინი არაფერს ზოგავენ, გვირტყამენ თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით. კოლონებზე, სადაც მშვიდობიანები მიდიან. შედეგად არტყამენ მშვიდობიანებს, რადგან მიზანს ვერ ახვედრებენ და სადაც ჩამოვარდება, იქ მიაქვთ იერიშები. ამიტომ ჩვენ პატრიოტები ვართ, ისინი კი ვინც დღეს წინააღმდეგობას გვიწევს, არიან ისინი, ვინც ნაძირლების გარშემო შეიკრიბნენ.

აცხადებს ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ახალ ჩანაწერში, რომელიც ვლადიმირ პუტინის მიმართვის შემდეგ გამოაქვეყნა.

კომენტარები