პრიგოჟინის ამბოხება

პრიგოჟინის მტკიცებით, ვაგნერის ჯგუფმა რუსეთის არმიის ვერტმფრენი ჩამოაგდო

კადრი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი ირწმუნება, რომ მისმა ძალებმა ჩამოაგდეს ვერტმფრენი, რომელმაც "სამოქალაქო კოლონას" ცეცხლი გაუხსნა.

პრიგოჟინს შემთხვევის ადგილი არ დაუკონკრეტებია.

"ეს-ესაა ვერტმფრენი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო კოლონას, კსკ ვაგნერის გამოთვლებით ჩამოაგდეს". – თქვა პრიგოჟინმა.

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარის გაშვება ვერტმფრენის მიმართულებით. ვიდეო, სოციალური მედიის ცნობით, როსტოვშია გადაღებული.

23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

კომენტარები