რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო ტყვე უნგრეთიდან უკრაინაში დაბრუნდა – ნიკოლენკო

უკრაინის საელჩომ ორი უკრაინელი სამხედრო ტყვე უნგრეთიდან უკრაინაში დააბრუნა.

"ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დანარჩენი ექვსი ჯარისკაცი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში". - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

European Pravda-ს ცნობით, ერთ-ერთი პატიმარი უკრაინის საელჩოში 22 ივნისის საღამოს გადაიყვანეს და ღამით უკრაინაში დაბრუნდნენ, მეორეს კი სახლში დაბრუნების საშუალება 23 ივნისის საღამოს მიეცა.

8 ივნისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თქმით, "ეკლესიათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში" და უნგრული მხარის მოთხოვნით, ტრანსკარპათული წარმოშობის უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჯგუფი, რომელიც საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობდა, უნგრეთს გადაეცა.


მანამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა უნგრეთისთვის რუსეთის მხრიდან 11 უკრაინელი სამხედრო ტყვის გადაცემასთან დაკავშირებულ მოვლენებს "პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე დეტექტივი" უწოდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უნგრეთს უკრაინელი ტყვეები გადასცა, ისინი არ გაუთავისუფლებიათ. 

"არის ინფორმაცია, კერძოდ რამდენიმე ტყვის ნათესავებისგან, რომ იქ, სინამდვილეში, მთელი ამ დროის განმავლობაში არ გაუთავისუფლებიათ. ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კონტაქტი და კომუნიკაცია შეზღუდული იყო. ახლობლებთან კავშირი მესამე მხარის თანდასწრებით კი ლიმიტირებული". – თქვა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა. 

როგორც უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გვარები მათთვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უნდა გადაეცა, მათთვის კი თავად აგრესორ ქვეყანას, რუსეთს და სხვა სხვა სახელმწიფოს, რომელსაც ხელი მოწერილი აქვს ჟენევის კონვენციაზე, ამ შემთხვევაში უნგრეთს.

თუმცა საკითხთან დაკავშირებით რუსეთი ამ დრომდე ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აღნიშნავს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი პირადად არის დაინტერესებული უკრაინელი სამხედრო ტყვეების რუსეთიდან უნგრეთში გადაყვანით.

"იყო ერთი მარტივი მიზანი: ვიქტორ ორბანს უნდა ეჩვენებინა უნგრელებისა და უნგრეთისთვის, ასევე უნგრეთის გარეთ, რომ ის არის მათი ერთადერთი დამცველი. მთელი ეს ოპერაცია ერთი ადამიანის პოლიტიკური ინტერესებით მოხდა". - თქვა კულებამ.

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანისა და ვიცე-პრემიერის, ზოლტ სემიენის თქმით, უკრაინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შუამავლობით ტყვეების გათავისუფლებას უნგრეთს უნდა უმადლოდეს

"11 ტრანსკარპათი აღარ არის ომის სამხედრო ტყვე, არამედ თავისუფალია. მე რომ უკრაინის წარმომადგენელი ვიყო, მადლობას ვიტყოდი ამისათვის" - თქვა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები