ნიკა გვარამიას შეწყალება

მაჭარაშვილი გვარამიას შეწყალებაზე: პრეზიდენტმა ის გააკეთა, რაც უცხოურმა ძალებმა უთხრეს

თუ ვინმე პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს, ეს არის სალომე ზურაბიშვილი [...] მან პასუხისმგებლობა აიღო ნიკა გვარამიას წარსულ ნეგატიურ პროცესზე და სავარაუდო სამომავლო ნეგატიურ პროცესზე. ყველაფერ იმ რადიკალურ პროცესებზე, რასაც ნიკა გვარამია ახლა გააკეთებს, პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა აიღო. მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი ტვირთია, მაგრამ რამდენად შეძლებს ის ამ ტვირთის ტარებას, ყველა ერთად ვნახავთ [...] პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ის თავის თავს არ ეკუთვნის და სამწუხაროდ, უცხოური ძალების მხრიდან იმართება [...] რამდენიმე დღის წინ მან განცხადება გააკეთა, რომ ნუ მემუქრებით, მე მაინც იმას გავაკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვსო და ის კი არ გააკეთა, რაც თვითონ ჩაფიქრებული აქვს, არამედ, რაც უცხოურმა ძალებმა უთხრეს, ის გააკეთა.

თქვა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, მოძრაობა ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.

კომენტარები