ნიკა გვარამიას შეწყალება

ღუდუშაური: უფლება გვაქვს, ჩავთვალოთ – რასაც გვარამია მასზე ამბობდა, პრეზიდენტმა დაადასტურა

თვითონ თუ არ ზრუნავს პრეზიდენტი თავის იმიჯზე, ჩვენ ვერ ვიქნებით მისი იმიჯის დამცველნი, ეს მისი გადასაწყვეტია.

თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მე ვფიქრობ, ლეგიტიმური უფლებაც იმისა, რასაც ბატონი გვარამია საუბრობდა მასზე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, აღიარა და აქედან გამომდინარე, საზოგადოების შეფასებაც, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ანალოგიური, რასაც თავის შეფასებებში პრეზიდენტის მისამართით იყენებდა გვარამია. 

აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს უწოდებ რეზიდენტს, ვფიქრობ, რომ მაშინ უკვე შეიძლება დადასტურებულად ჩავთვალოთ ის, რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ის თვითონ არის, ასე ვთქვათ, იმ ეპითეტების ღირსი, რითიც ამკობდა გვარამია. 

ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური.

22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.

კომენტარები