ჯულიან სენდსი

კალიფორნიაში 5 თვის წინ გაუჩინარებული მსახიობის, ჯულიან სენდსის ძებნა განახლდა

კალიფორნიაში სამაშველო სამსახურმა 5 თვის წინ გაუჩინარებული ჯულიან სენდსის ძებნა განაახლა. ბრიტანელი მსახიობი მიმდინარე წლის 13 იანვარს სან-გებრიელის მთებში ლაშქრობისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა

სამაშველო ოპერაციაში მაშველების გარდა მოხალისეებიც მონაწილეობენ. მსახიობს ამ დროისთვის 80 ადამიანი და 2 ვერტმფრენი ეძებს. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გასული თვეების განმავლობაში რამდენჯერმე ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო შეწყდა.

სენდსის ძმის ნიკის თქმით მსახიობის ცოცხლად პოვნის იმედი აღარ აქვს:

"იძულებული ვარ შევეგუო იმ ფაქტს, რომ ის აღარ არის. ოჯახის წევრებს მცირე იმედი მაინც გაგვაჩნია, მაგრამ ჩემს გონებაში მას უკვე დავემშვიდობე". – ამბობს ნიკ სენდსი.

65 წლის სენდსს შესრულებული აქვს როლები ფილმებში Leaving Las Vegas, The Phantom of the Opera, Ocean's Thirteen და სერიალებში Smallville, Banshee, 24.

იანვრის პირველ ნახევარში კალიფორნიის სამხრეთში შტორმი მძვინვარებდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სულ რეგიონში 14 ადამიანია დაკარგული.

კომენტარები