მსახიობი

ბრიტანელი მსახიობი ჯულიენ სენდსი კალიფორნიაში ლაშქრობისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა

Variety

ბრიტანელი მსახიობი ჯულიენ სენდსი კალიფორნიაში ლაშქრობისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.

სენდსი პარასკევს, ბალდი ბოულის რეგიონში შტორმის დროს დაიკარგა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი პოლიცია, დრონები და ვერტმფრენი. 

65 წლის სენდსს შესრულებული აქვს როლები ფილმებში Leaving Las Vegas, The Phantom of the Opera, Ocean's Thirteen და სერიალებში Smallville, Banshee, 24.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კალიფორნიაში შტორმი მძვინვარებს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იმავე რეგიონში კიდევ 14 ადამიანია დაკარგული.

კომენტარები