რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამი უკრაინელი სამხედრო ტყვე უნგრეთიდან უკრაინაში დაბრუნდა – ნიკოლენკო

ბუდაპეშტში უკრაინის საელჩომ სამი უკრაინელი სამხედრო ტყვე უნგრეთიდან უკრაინაში დააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს. უკრაინელი ტყვეები უნგრეთს რუსეთსა და უნგრეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად გადაეცა. 

"უკრაინელი დიპლომატები, სამხედრო ტყვეების საკოორდინაციო შტაბი და სხვა შესაბამისი უკრაინული უწყებები აგრძელებენ ზომების მიღებას დარჩენილი უკრაინელი დამცველების დასაბრუნებლად, რომლებიც რუსეთიდან უნგრეთში გადაიყვანეს." - ამბობს ნიკოლენკო.

მისივე თქმით, სამი გათავისუფლებული სამხედრო უკვე უკრაინაში იმყოფება შესაბამის დახმარებას იღებს.

8 ივნისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თქმით, "ეკლესიათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში" და უნგრული მხარის მოთხოვნით, ტრანსკარპათული წარმოშობის უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჯგუფი, რომელიც საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობდა, უნგრეთს გადაეცა.


მანამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა უნგრეთისთვის რუსეთის მხრიდან 11 უკრაინელი სამხედრო ტყვის გადაცემასთან დაკავშირებულ მოვლენებს "პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე დეტექტივი" უწოდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უნგრეთს უკრაინელი ტყვეები გადასცა, ისინი არ გაუთავისუფლებიათ. 

"არის ინფორმაცია, კერძოდ რამდენიმე ტყვის ნათესავებისგან, რომ იქ, სინამდვილეში, მთელი ამ დროის განმავლობაში არ გაუთავისუფლებიათ. ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კონტაქტი და კომუნიკაცია შეზღუდული იყო. ახლობლებთან კავშირი მესამე მხარის თანდასწრებით კი ლიმიტირებული". – თქვა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა. 

როგორც უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გვარები მათთვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უნდა გადაეცა, მათთვის კი თავად აგრესორ ქვეყანას, რუსეთს და სხვა სხვა სახელმწიფოს, რომელსაც ხელი მოწერილი აქვს ჟენევის კონვენციაზე, ამ შემთხვევაში უნგრეთს.

თუმცა საკითხთან დაკავშირებით რუსეთი ამ დრომდე ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აღნიშნავს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი პირადად არის დაინტერესებული უკრაინელი სამხედრო ტყვეების რუსეთიდან უნგრეთში გადაყვანით.

"იყო ერთი მარტივი მიზანი: ვიქტორ ორბანს უნდა ეჩვენებინა უნგრელებისა და უნგრეთისთვის, ასევე უნგრეთის გარეთ, რომ ის არის მათი ერთადერთი დამცველი. მთელი ეს ოპერაცია ერთი ადამიანის პოლიტიკური ინტერესებით მოხდა". - თქვა კულებამ.

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანისა და ვიცე-პრემიერის, ზოლტ სემიენის თქმით, უკრაინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შუამავლობით ტყვეების გათავისუფლებას უნგრეთს უნდა უმადლოდეს

"11 ტრანსკარპათი აღარ არის ომის სამხედრო ტყვე, არამედ თავისუფალია. მე რომ უკრაინის წარმომადგენელი ვიყო, მადლობას ვიტყოდი ამისათვის" - თქვა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები