Edison Research-ის კვლევა

Edison Research: მოსახლეობის 64%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - კვლევა Edison Research-მა ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. 

36%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

კომენტარები