რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ოსი მარიონეტების ბატალიონის მეთაურის მოადგილე მოკვდა

ოსური მარიონეტული მედიებისა და სოციალური ქსელების ცნობით, 18 ივნისს, უკრაინაში მყოფი ოსი მარიონეტების ბატალიონის შტორმ ოსეტიას მეთაურის მოადგილე, აივენგო ტეხოვი მოკვდა.

ტეხოვი დიდი ხნის განმავლობაში მარიონეტული რეჟიმის ტელევიზიაში ჟურნალისტად მუშაობდა.

ბოლო ორ კვირაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 3 ოსი მარიონეტი დაიღუპა. მათ შორისაა 32 წლის აცამაზ სლანოვი და გენრიხ კასაევი, რომელიც იანვრის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა. მისი სხეული 4 ივნისს იპოვეს. მისი ვინაობა დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა.

კომენტარები