აშშ-ჩინეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთის დედაქალაქში, პეკინში ჩავიდამ იმისდა მიუხედავად, რომ მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის ქვეყნებს შორის დავებზე მოლაპარაკებების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია. ბლინკენი ბოლო 5 წელში პირველი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც ჩინეთს ეწვია.

ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი მანამდეც დაიგეგმა, თუმცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჩინეთში მოგზაურობა მას შემდეგ გადადო, რაც ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო ბუშტი აღმოაჩინეს. მოგზაურობა 5-6 თებერვალს იყო დაგეგმილი. 

ბლინკენი აშშ-ის მთავრობის უმაღლესი რანგის წარმომადგენელია, რომელიც ჩინეთს ეწვევა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი ჯო ბაიდენმა დაიკავა.

ის საგარეო საქმეთა მინისტრს, ცინ განგს, ჩინეთის მთავარ დიპლომატს, ვანგ იის და, სავარაუდოდ, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს შეხვდება.

როგორც 17 ივნისს ბაიდენმა თქვა, ის იმედოვნებს, რომ მომავალ რამდენიმე თვეში პრეზიდენტ სი ძინფინგს შეხვდება.

კომენტარები