რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საგარეო ფრანგული არხის რეპორტაჟზე: ჟურნალიზმის ფსკერი ჩაამტვრიეს

კადრი ფრანგული ტელევიზიის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო გამოეხმაურა ფრანგული სატელევიზიო არხის, TF1-ის რეპორტაჟს, რომელიც ჩაწერილი იყო რუსი სამხედროების პოზიციაზე, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ნიკოლენკოს თქმით, ფრანგულმა არხმა უკრაინის კანონი დაარღვია, რადგან ისინი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ.

"TF1 Info-ს რეპორტაჟი რუს სამხედროებზე, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეტი ქალაქის განადგურებას აპირებენ, ჟურნალიზმის ახალი ფსკერი ჩამტვრევაა. ისინი არეკლამებენ რუსეთის ე.წ. სამხედრო სიძლიერეს. ეს შეურაცხყოფს მათ, ვინც ამის შედეგად დაიხოცნენ. მეტიც, TF1 Info ჩასული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რითიც უკრაინის კანონი დაარღვია". – დაწერა ნიკოლენკომ Twitter-ზე.

TF1-მა რეპორტაჟი საკუთარ YouTube-არხზე 15 ივნისს გამოაქვეყნა. მასალაში არაა საუბარი ფართო კონტექსტზე და რუსეთი არ არის ნახსენები აგრესორის სახით.

კომენტარები