რამზან კადიროვი

კადიროვი: დელიმხანოვს ვერ ვუკავშირდები, ვთხოვ უკრაინის დაზვერვას, დამეხმაროს ძმის პოვნაში

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მისი "მარჯვენა ხელის" ადამ დელიმხანოვის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ცნობებს Telegram-ზე ეხმაურება და უკრაინის დაზვერვას დახმარებას სთხოვს. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ კადიროვის პოსტი ირონიული იყო.

"ვერაფრით ვერ ვუკავშირდები ადამ დელიმხანოვს, ის კავშირზე არ გამოდის. ვთხოვ უკრაინის დაზვერვას, მომაწოდოს ინფორმაცია, ზუსტად რა ადგილას და რა პოზიციებზე განხორციელდა დარტყმა, იმისთვის, რომ ვიპოვო ჩემი ძვირფასი ძმა.  იქნება გულუხვი ფინანსური ჯილდო, გთხოვთ დამეხმაროთ". - წერს კადიროვი Telegram-ის პირად არხზე.

გასულ საათებში უკრაინული წყაროები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ზაპორიჟიის ოკუპირებულ ნაწილში რუსეთის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის წერტილში ზუსტი დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია რამზან კადიროვის ახლო გარემოცვის წევრი, დეპუტატი ადამ დელიმხანოვი.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ დელიმხანოვი კარგადაა და ინფორმაცია მისი დაჭრის შესახებ სიცრუეა.

კომენტარები