საუბარი რელიგიაზე

კობახიძე: თუ EU ვენეციის კომისიის დასკვნას გაიზიარებს, დეოლიგარქიზაციის კანონი გაუქმდება

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. კობახიძე ამბობს, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები წინააღმდეგობაში მოდის, ხოლო თუ ევროკომისია ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებს, მიმდინარე თვეში მიღებული კანონი თებერვალში გაუქმდება.

"რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, აქაც ძალიან მარტივად არის საქმე, არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის. თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისია, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია. მაგრამ დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია გვეუბნება მეორეს და რა იგულისხმება ამაში: კერძოდ, ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. რაც შეეხება ევროკომისიას, ის ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ, ვისაუბროთ სწორედ დეოლიგარქიზაციაზე და თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას.

ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას. როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ მისი 12 პუნქტიდან, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამივე მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისთვის, ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედების ვადა პირველ მარტამდე. თუ ევროკომისია დეკემბერში გაიზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში, თებერვალში გაუქმდება ჩვენ მიერ მიღებული კანონი. მაგრამ თუ ევროკომისია არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ამ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფრის მიღება". – თქვა კობახიძემ.

12 ივნისს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა მიიღოს. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემასთან საბრძოლველად სისტემური მიდგომა არ აურჩევია.

2022 წლის ზაფხულში ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა

წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან: დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ერთადერთის გარეშე

კომენტარები