ბუჩამდე იყო აფხაზეთი

დავიწყებული მსხვერპლი – Liberty Institute ინგლისურენოვან ინტერაქციულ გამოფენას მართავს

თავისუფლების ინსტიტუტი 8-10 ივნისს მართავს ინგლისურენოვან ინტერაქციულ გამოფენას - "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. გამოფენა გაიხსნება 8 ივნისს, 16:00 საათზე ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალის ZEG-ის მონაწილეებისთვის.

ასევე, 8 ივნისს, 15:00 საათზე ფესტივალი პანელს უთმობს რუსეთის წარსულისა და აწყმყოს დანაშაულებებზე საუბარს. გამომსვლელები იქნებიან ნასტია გორპიჩენკო, გიგა ბედინეიშვილი და პიტერ პომერანცევი, მოდერატორი კი - ნატალია ანთელავა. 

"პირველად ხდება, რომ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოში რუსეთის ჩადენილი სისასტიკე დაუკავშირდა უკრაინაში ომის დანაშაულებებს.

ინტერაქციული გამოფენა რუსეთის დანაშაულების მსხვერპლთა ისტორიების შესახებ ტარდება თავისუფლების ინსტიტუტის მიერ, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით" - აცხადებს ორგანიზაცია.

კომენტარები