საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

ბოკერია: როინ მეტრეველი არის სიმბოლო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ჭაობის

ლოგიკურია, რომ როინ მეტრეველი გახდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. ჯერ ეგ ინსტიტუცია რა ფორმითაც არსებობს, ეგეც საბჭოთა გადმონაშთია და როინ მეტრეველი არის სიმბოლო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ჭაობის და სწორედ მაქეთ მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ჩვენი ქვეყანა. ის სკანდალური ამბავი, რაც როინ მეტრეველთან დაკავშირებით მოხდა, ყველას უნდა ახსენებდეს, ვინც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ თვლის, რომ საგანგაშოა ვითარება, რომ რაც მან მოისმინა როინ მეტრეველისგან, ეს არის, რასაც უმზადებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანას - საბჭოთა წარსულს, ბელარუსიზაციას, პუტინიზაციას, კატასტროფას ჩვენი შემდეგი თაობებისთვის.

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია მეცნიერებათა აკადემიაში როინ მეტრეველის პრეზიდენტად დანიშვნის შესახებ.

11 ივნის ტელეკომპანია მთავარზე გავიდა სიუჟეტი, სადაც არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია როინ მეტრეველს პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის ფსევდო სახელით დაუკავშირდა. მეტრეველმა მას უთხრა, რომ "აკადემიაში ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი".

კომენტარები