ივანიშვილს რეჟიმმა რისი გაფუჭებაც შეეძლო გააფუჭა და რამდენი ხანიც იქნება ხელისუფლებაში, კიდევ უფრო მეტს გააფუჭებს. რეალურად, ჩვენ არ ვიცით, მიიღებს თუ არა ევროკავშირი გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენი ეროვნული ამოცანა, იმის მიუხედავად, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, არის მკაფიო, ამ პუტინისტური რეჟიმის ჩანაცვლება პროდასავლური ხელისუფლებითა და დემოკრატიული ცვლილების მოხდენა. მხოლოდ ეგ გაგვიყვანს თავისუფლების სამშვიდობოს. რომც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, ივანიშვილის რეჟიმის საქციელის მიუხედავად, ეს სტატუსი ვერ დაგვეხმარება, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც არის მოსურნე, რომ ეს სტატუსი გამოიყენოს ჩვენი რეალური დაბრუნებისთვის ბუნებრივ წიაღში, დასავლეთში, NATO-ს წევრობისთვისა და ევროკავშირში დაახლოებისთვის.
ევროკავშირი-საქართველო
ბოკერია: კანდიდატობა ვერ დაგვეხმარება, თუ არ გვეყოლება მთავრობა, რომელიც მას გამოიყენებს
tbl.ge/6ecv
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.
ამავე თემაზე
- კარაბალისი: ჩვენ საქართველოში იქამდე დავრჩებით, სანამ საჭირო იქნება
- ბორელი: EU-ს კარი ღიაა, იმედია ქართველი ლიდერები ამ ისტორიულ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ
- ბორელი: კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულად არის დამოკიდებული საქართველოს მიღწევებზე
- მიშელი: EU-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება
- აუსტრევიჩიუსი ღარიბაშვილს: ბევრი უნდა ისწავლო და ნაკლები იოცნებო