გაფიცვა ჰოლივუდში

აშშ-ში ათიათასობით მსახიობი გაფიცვას აპირებს

მსახიობთა პროფკავშირი The Screen Actors Guild - American Federation of Television and Radio Artists(SAG - AFTRA) გაფიცვას აპირებს.

SAG - AFTRA-ს რიგებში 160 000-ზე მეტი მსახიობია რეგისტრირებული. მათმა უმრავლესობამ (98%) გაფიცვას დაუჭირა მხარი, ხმის მიცემაში 48%-მა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად გაფიცვას 70 000-ზე მეტი წევრი უჭერს მხარს. პროფკავშირი სფეროში ხელოვნური ინტელექტის გავლენის შემცირებასა და სტრიმინგ სერვისებზე ჩვენებით მიღებული ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. პროფკავშირის რიგებში კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობები, ასევე კასკადიორები არიან გაწევრიანებულნი. SAG-AFTRA უკანასკნელად 1980 წელს, სამი თვით გაიფიცა. პროფკავშირის წევრები პროდიუსერებს მოსალაპარაკებლად 7 ივნისს შეხვდებიან.

ჰოლივუდში მსახიობების გაფიცვის პარალელურად რამდენიმე კვირაა სცენარისტების გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცვაში სცენარისტთა ასოციაცია Writers Guild of America-ში გაწევრიანებული 9000 წევრი მონაწილეობს. გაფიცვის გამო შეჩერდა მუშაობა სერიალზე Stranger Things.

ცოტა ხნის წინ გაფიცვას აპირებდნენ რეჟისორებიც, თუმცა გაფიცვა არ შედგა, ვინაიდან პროდიუსერებმა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

კომენტარები