გაფიცვა ჰოლივუდში

სოლიდარობას ვუცხადებ გაფიცულებს – სნუპ დოგმა ჰოლივუდში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა

სნუპ დოგმა გაფიცულ მსახიობებსა და სცენარისტებს მხარი დაუჭირა და ჰოლივუდში დაგეგმილი ორი კონცერტი გააუქმა.

"ვწუხვარ მაგრამ მიმდინარე გაფიცვის ფონზე, რომელიც არ ვიცით როდის დასრულდება ჰოლივუდში დაგეგმილი შოუ უნდა გავაუქმოთ. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ძემბსა და დებს, რომლებიც ამ რთულს დროს პროტესტს აგრძელებენ. იმედი მაქვს პროდიუსერებთან მოლაპარაკების მაგიდასთან მალე დასხდებიან და ყველანი გავაგრძელებთ საკუთარი საქმის კეთებას". – განაცხადა რეპერმა.


13 ივლისს კინომსახიობთა გილდიამ (SAG - AFTRA) ჰოლივუდის პროდიუსერებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მსახიობები გაფიცულ სცენარისტებს შეუერთდნენ.

SAG - AFTRA-ს რიგებში 160 000-ზე მეტი მსახიობია რეგისტრირებული. მათმა უმრავლესობამ (98%) გაფიცვას დაუჭირა მხარი, ხმის მიცემაში 48%-მა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად გაფიცვას 70 000-ზე მეტი წევრი უჭერს მხარს. პროფკავშირი სფეროში ხელოვნური ინტელექტის გავლენის შემცირებასა და სტრიმინგ სერვისებზე ჩვენებით მიღებული ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. პროფკავშირის რიგებში კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობები, ასევე კასკადიორები არიან გაწევრიანებულნი. SAG-AFTRA უკანასკნელად 1980 წელს, სამი თვით გაიფიცა. პროფკავშირის წევრები პროდიუსერებს მოსალაპარაკებლად 7 ივნისს შეხვდებიან. მსახიობები გაფიცვას ივნისში აპირებდნენ, თუმცა პროდიუსერებმა შეხვედრაზე თანხმობა თქვეს და გაფიცვა გადაიდო.

"შეურაცხმყოფელი და უპატივცემულო დამოკიდებულებაა. შეხვედრაზე კინოკომპანიებმა ჩვენთვის საინტერესო თემებზე არ ილაპარაკეს". – ამბობს კინომსახიობთა გილდიის ხელმძღვანელი ფრენ დრეშერი.

გაფიცულ მსახიობებს შორის არის მერილ სტრიპი, მარკ რაფალო, რობერტ დაუნი ჯუნიორი, ჯეინ ფონდა, მეთ დეიმონი, ჯენიფერ ლოურენსი, ემილი ბლანტი და სხვები.

ჰოლივუდში მსახიობების გაფიცვის პარალელურად რამდენიმე თვეა სცენარისტების გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცვაში სცენარისტთა ასოციაცია Writers Guild of America-ში გაწევრიანებული 9000 წევრი მონაწილეობს. გაფიცვის გამო შეჩერდა მუშაობა სერიალზე Stranger Things.

იმავე პერიოდში გაფიცვას აპირებდნენ რეჟისორებიც, თუმცა გაფიცვა არ შედგა, ვინაიდან პროდიუსერებმა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

კომენტარები