2023 წელს გარდაცვლილები

ფრანგული ახალი ტალღის უკანასკნელი წარმომადგენელი, რეჟისორი ჟაკ როზიე გარდაიცვალა

Variety

96 წლის ასაკში ფრანგული ახალი ტალღის უკანასკნელი წარმომადგენელი, რეჟისორი ჟაკ როზიე გარდაიცვალა.

რეჟისორი 2 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია მოგვიანებით როზიეს ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

როზიე 50-იან წლებში ტელევიზიაში რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა, სადაც ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი Rentree Des Classes და Blue Jeans გადაიღო. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის Adieu Philippine-ის პრემიერა 1962 წელს კანის კინოფესტივალზე გაიმართა. მის მეორე გამორჩეულ ნამუშევრად ითვლება 1973 წელს გამოსული Du Cote D'Orouet. 

როზიეს პირველივე ნამუშევრებმა ჟან-ლუკ გოდარის ყურადღება მიიქცია. გოდარი და როზიე წლების განმავლობაში მეგობრობდნენ. როდესაც 2019 წელს ანიეს ვარდა გარდაიცვალა, გოდარმა ასეთი შეფასება გააკეთა:

"როდესაც ანიესი მოკვდა გავიფიქრე "ნამდვილი ახალი ტალღიდან მხოლოდ მე და ჟაკ როზიე დავრჩით". თავად გოდარი 2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

კომენტარები