აქციაზე დაკავებულები

საბა ბრაჭველი: გამოვედი იზოლატორიდან, რომანაძე და მარიკაშვილიც მალე გამოვლენ

მარიამ ნიკურაძე

უფლებადამცველის, საბა ბრაჭველის თქმით, მან თელავის იზოლატორი დატოვა და დანარჩენ დაკავებულებსაც მალე გაათავისუფლებენ.

"გამოვედი თელავის იზოლატორიდან. ნიკა და ედოც მალე გამოვლენ, ჩემს მერე დააკავეს და რამდენიმე წუთის ამბავია." - წერს ბრაჭველი.

2 ივნისს პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა.

როგორც აქციაზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, პოლიციამ პროტესტის მონაწილეები მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ მათ ხელში ბანერები ეჭირათ.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ. ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების მმართველობას, ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლებს და ასევე, ითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას.

კომენტარები