მექსიკა

მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

Fiscalía del Estado de Jalisco

მექსიკაში 2023 წლის მაისის ბოლოს დაკარგული შვიდი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოების დროს, პოლიციამ ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 შავი ჩანთა აღმოაჩინა.

დანაწევრებული სხეულის ნაწილებით სავსე ჩანთები მექსიკის დასავლეთში მდებარე  ხალისკოს შტატის ქალაქ გვადალახარას გარეუბანში, 40 მეტრის სიღრმის ხევში იპოვეს. ქალაქი ხალისკოს ახალი თაობის კარტელის (CJNG) აკვნადაა მიჩნეული.

ჯერჯერობით უცნობია, ეკუთვნით თუ არა სხეულის ნაწილები დაკარგულ ახალგაზრდებს, რომლებიც ერთ-ერთი ქოლცენტრის თანამშრომლები იყვნენ. ოფიციალური პირების ცნობით, პარკებში არის როგორც კაცების, ისე ქალების სხეულის ნაწილები.

კომენტარები