ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო იყო. ირაკლი ღარიბაშვილი ყველა საერთაშორისო პლატფორმას იმისთვის იყენებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გატარებული იყოს [...] სიმართლე მწარეა, თუმცა, არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენს პარტნიორებს, არც ჩვენს მეგობრებს. პირიქით, სიმართლე მათთან უნდა ვილაპარაკოთ. ეს ჩვენ თავის დროზე რომ დაგვეწყო და გვექნა, დარწმუნებული ვარ, დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება. შეიძლება, უკრაინაში ის უბედურებაც არ ყოფილიყო, რაც დღეს ხდება.
ქართული ოცნება
კალაძე: პრემიერი საერთაშორისო პლატფორმებს საქართველოს ინტერესების გასატარებლად იყენებს
tbl.ge/6e3w
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




