საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი: წამოწოლილი ე.წ. უცხოელი ექსპერტები რუსეთის ქმედებების გაანალიზებას გვასწავლიან

ვინ თუ არა ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ჩვენი სუვერენული არჩევანის გამო არის ის, რატომაც ჩვენ ვართ აგრესიის სამიზნე რუსეთის მხრიდან ბოლო 30 წელია. გუშინ წინ გამოდგნენ კიდევ ერთხელ სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები და საქართველოს, მის ხალხს და მის ხელისუფლებას ჭკუას ასწავლიან როგორ უნდა გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები. ჩვენ, ვინც ზეპირად ვიცით აგრესიის 30 წელი და 200 წელი რუსეთის ოკუპაციის მხრიდან ზუსტად ვიცით რას ნიშნავს რუსეთი, მისი საგარეო პოლიტიკა და ა.შ ამიტომ ჭკუის სწავლება იმ ხალხისგან, რომლებსაც საქართველოზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, ბოლო წლებია ნამყოფებიც არ არიან აქ და ერთადერთი მათი ინფორმაცია არის ერთი-ორი მესიჯი, რომლებსაც ისინი ენმ-სგან იღებენ, ეს არის სწორედ რაც სამწუხაროდ ქმნის ხოლმე გარკვეულ აღქმებს და შემდეგ ეს აღქმები ახდენს გავლენას გადაწყვეტილებაზე. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები