საქართველოს პრეზიდენტი

ზურაბიშვილი: ევროპის დახმარების გარეშე თბილისიც ოკუპირებული იქნებოდა

ევროკავშირი საქართველოში ყველაზე დიდი დამფინანსებელია. ეკონომიკის ყველა სექტორში ევროკავშირია ის საერთაშორისო დონორი, რომელმაც საქართველოში ცხოვრების დონის გაუმჯობესება უზრუნველყო. შესაბამისად, როდესაც მესმის, რომ ჩვენ მადლობა რუსეთს უნდა გადავუხადოთ ეკონომიკური განვითარებისთვის, იმის გარდა, რომ ეს ამორალურია, ფაქტობრივად არასწორიცაა. 

ევროკავშირი წლების მანძილზე იყო სტაბილურობის გარანტორი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც საქართველოს საზღვარი რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთეს, ჩვენმა მოკავშირეებმა თავიდან უარესი აგვაცილეს - მათი შუამავლობით რუსეთის ძალებმა უკან დაიხიეს. ევროპის რეაქცია შესაძლოა არასაკმარისი იყო იმის გამო, რომ რუსეთს დამატებით სანქციები არ დაუწესა და ჩვენ დღეს ამას ვაცნობიერებთ, მაგრამ ევროპის გარეშე, თბილისიც ოკუპირებული იქნებოდა.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები